Thursday, March 17, 2011

Chupacabra_Goat Sucker

    ჩუპაკაბრა ითარგმნება როგორც თხის სისხლის მწოველი. ეს უცნაური და დღემდე ამოუცნობი ქმნილება შინაური ცხოველების სისხლით იკვებებოდა. მისი თავდასხმები მოხდა მაიამის, ნიკარაგუას, ჩილეს და მექსიკის ტერიტორიებში. ტეხასში  მოსახლეობის თქმით ცხოველს სხეულზე ბეწვი არ ქონდა, კანი მუქი და უხეში იყო, სახე გრძელი(ისევე როგორც კოიოტის) ხოლო თვალები დიდი და მრგვალი. მეცნიერები ვარაუდობენ რომ ჩუპაკაბრა ძაღლისებრთა ოჯახის ჯერ კიდევ უცნობი წარმომადგენელი შეიძლება ყოფილიყო, თუმცა თავით ქალის თუ სხვა გარეგნული ნიშნებით ის ვერცერთ იმ ცხოველს ვერ მიემსგავსება, რომელიც ამ ადგილებში ბინადრობს. ის არც კოიოტს გავდა და არც წითურ მგელს. იყო ალბათობა რომ ეს პატარა მხეცი შეიძლებოდა ჩვეულებრივი, ქეციანი მაწანწალა ძაღლი ყოფილიყო. ცნობილია, რომ ქეცით დაავადებული ცხოველი მანამდე იგლიჯავს სხეულს, სანამ სულ უბალნოდ არ დარჩება, მაგრამ ჩუპაკაბრას თავის ქალა არც ძაღლისას გავდა, ხოლო მისი კანი ისევე უხეში იყო როგორც სპილოსი. იმასაც ამბობენ, რომ ის რასაც ხალხმა ჩუპაკაბრა დაარქვა ჩვეულებრივი კოიოტის და წითური მგლის ჰიბრიდია რომელმაც მუტაცია განიცადა ან ლაბორატორიიდან გამოქცეული ცხოველი რომელზეც ცდებს ატარებდნენ. ყველა ადამიანის ნათქვანი ჩუპაკაბრაზე ერთმანეთს წააგავდა, ისინი ემთხვეოდა! უმეტესობის თქმით ეს არსება ორ ფეხზე იდგა, დიდი თვალები და გრძელი ყურები ქონდა, კუდი კი წვრილი და გრძელი. მეცნიერები ამბობდნენ, რომ ეს შეიძლებოდა მაიმუნი ყოფილიყო, რადგან მაიმუნის სურათი ძალიან ემსგავსებოდა მოსახლეობის მიერ აღწერილ მხეცს. მიუხედავად დიდი მსგავსებისა, უნდა დავუკვირდეთ იმას, რომ ეს მაიმუნები (მიუხედავად აგრესიულობისა) იკვებებოდნენ მცენარეებით, ხილით და არა ხორცით, უფრო მეტიც, სისხლით! ერთი რამ, რის გამოც ბევრი ცხოველი გამოირიცხა, ერთი რამ რაც ყველაზე მეტად განასხვავებდა ამ ცხოველს სხვებისაგან ის იყო, რომ ჩუპაკაბრა ცხოველის სისხლით იკვებებოდა. ერთ_ ერთმა დაზარალებულთა შორის შეძო ცხოველის მოკვლა , შემდეგ კი მისი სხეული გაანადგურა და მიწაში ჩაფლა. ცხოველის ნაწილები ამოთხარეს და ლაბორატორიაში წაიღეს ცდების ჩასატარებლად სადაც აღმოაჩინეს რომ მისი ეშვები განსაკუთრებით წაგრძელებული იყო. წინ წაწეულიყო ასევე მისი თათის ორი, წინა თითი, მაგრამ მათ მაინც ვერ დაადგინეს რატომ იყო ეს ცხოველი უბეწვო ან ძაღლისებრთა ოჯახის რომელ წარმომადგენელს მიეკუთვნებოდა. სანამ ისინი ნამდვილი ჩუპაკაბრას სხეულს ჩაიგდებდნენ ხელში, ვარაუდობდნენ, რომ ჩუპაკაბრა, ეს ვამპირი ღამურა იყო, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვამპირი ღამურა ძალიან პატარაა, მხეცი კი გაცილებით დიდი იყო. ჩუპაკაბრას ყველა მსხვერპლი სისხლისგან იყო დაცლილი. მხეცი თავისი ბასრი ორი ეშვით კისერზე კბენდა მათ, მანამ სანამ არტერიას არ მისწვდებოდა და მთელ სისხლს არ გამოწოვდა, ამას კი ისე სუფთად აკეთებდა რომ მიწაზე სისხლის ერთ წვეთიც კი არ ესხა. ეს მხეცი შინაურ ცხოველებს ხოცავდა. იყო მცდელობა რომ ჩუპაკაბრა მახით ან ათასგვარი სატყუარით დაეჭირათ, მაგრამ უშედეგოდ. არც კოიოტს და არც წითელ მგელს არ ახასიათებს ვამპირიზმი ამ ცხოველისგან განსხვავებით, ხოლო კოიოტისგან განსხვავებით ის ადამიანს არ უფრთხოდა.


          საქმე იმაშია რომ ადამიანი ხშირად ხედავს იმას, რაც უნდა რომ დაინახოს, მაგრამ ფაქტია, რომ მეცნიერებმა დღემდე არ იციან ზუსტად რა არის ჩუპაკაბრა. ჩვენ ის თავისუფლად შეგვიძლია ლოხ-ნესის, თოვლის კაცის თუ სხვა ამოუცნობი ქმნილებების სიას მივაკუთვნოთ.


დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ:)

No comments:

Post a Comment