patarobidanve mizidavda es ucnauri nadiri, yovelTvis ase axlos rom iyo misteriasa da avsulobasTan da gansakuTrebiT erT dros, rodesac xalxs swamda alqajebis, didi yuradRebiT sargeblobda es bneli nadiri. am dros es cxoveli gansakuTrebiT Zlieri iyo, sxva aTas WirTan erTad ebrZoda kacobriobas. mglebze yovelTvis umowyalod nadirobdnen, zaravdaT am idumalebiT moculi cxovelis, cofiTa da sisxlisRvriT rom imuqreboda, xolo maTi xrovebi aseve umowyalod xocavdnen Sinaur pirutyvs Tu xalxs, magram Tundac isini qeds ixridnen sikvdilis winaSe da Zalian xSirad bevri gamocdili maTgani mxolod sisxlis kvals tovebda warsulis ganvlil codvian bilikebze. gverdigverd eyara, grZel, viwro mwkrivze maTi usicocxlo sxeulebi da sul cotaoden sibralulsac ki ar iwvevda maTi Sesabralisi gamoxedva da sxeulidan CamoRvenTili sisxlis mdinareebi. adamianebi xom mTeli azartiT anadgurebdnen am sabralo sxeulebSi mimalul demonebs. anda SiSis magvar, amazrzen grZnobas gavda maTi daxocili sxeulebis Semxedvare, mowolili sibraluli, kvlavac da kvlavac rom sisxlad iRvreboda. miuxedavad yvelafrisa adamiani mainc udidesi surviliT iyo yovelTvis Sepyrobili rom es idumali cxoveli mxolod bnel mogonebad darCeniliyo.
მე მინდა მოგიყვეთ ლობოზე, ბევრ თქვენგანს შეიძლება გაგონილიც არ ჰქონდეს მასზე. კარუმპოს მბრძანებელი, დიდი რუხი მგელი, რომელსაც ბევრი სატანის ქმნილებად მიიჩნევდა, საბოლოოდ ერთგულებამ იმსხვერპლა...
ლობო ნიუ მექსიკის მგელი იყო, რომელიც კარუმპოს ველზე ბინადრობდა. ის თავის ხროვასთან ერთად წლების მანძილზე ატერორებდა ფერმერებს, ხოცავდა მათ შინაურ ცხოველებს. მისი ხროვა რამოდენიმე მგლისაგან შედგებოდა და ყველა მათგანი რაღაცით იყო გამორჩეული. ერთ-ერთი თეთრი მგელი სავარაუდოდ ლობოს მეწყვილე იყო. ხალხი ყველანაირად ცდილობდა ლობოს განადგურებას, მაგრამ მგლები მახეებში არ ებმებოდნენ და მოწამლულ ხორცს არჩევდნენ მოუწამლავისაგან. ლობოს ყმუილს ყველა ცნობდა და ყველას შიშის ზარს სცემდა.
ზოგჯერ ისინი სულ ტყუილუბრალოდაც ხოცავდნენ პირუტყვს. ერთ ღამეს, 1893 წლის ნოემბერში, თეთრმა ძუ მგელმა თავის თანამოძმესთან ერთად 250 ცხვარი დაგლიჯა და გემოთიც არ გაუსინჯავს:) ლობოს მოკვლისთვის უზარმაზარი პრემია იყო დანიშნული. ერნესტ სეტონ ტომფსონი (კანადელი მწერალი, ანიმალისტი) დათანხმდა ლობოს მოკვლაზე. მან ყველანაირი ხერხი და ეშმაკობა სცადა მის მოსაკლავად ან მოსაწამლად, მაგრამ ამაოდ. ლობო მას ყველაფერს მიუხვდა. ის არაფრად აგდებდა მონადირის ეშმაკობებს და თითქოს დასცინოდა კიდევაც მას.სეტონმა დააგო ახალი მახეები ლობოს ტერიტორიაზე მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. მალე მონადირემ ყველანაირი იმედი დაკარგა ლობოს დაჭერის, მაგრამ საბოლოოდ მან მაინც იპოვა მისი სუსტი წერტილი, ეს იყო ლობოს მეგობარი, ულამაზესი თეთრი ძუ მგელი, რომელსაც ფერმერებმა ბლანკა უწოდეს. სეტონმა მოახერხა ბლანკას დაჭერა, ლობოსგან განსხვავებით ის მოტყუვდა და მახეში გაება. ლობო შორიდან ხედავდა მონადირეებს, რომლებიც ბლანკას სასტიკად გაუსწორდნენ. "შემდეგ გათამაშდა გარდაუვალი ტრაგედია, რომლის გახსენებასაც მოგვიანებით არაერთხელ მოუგვრია ჩემთვის ჟრჟოლა. ჩვენ ჩამოვაცვით კისერზე ლასოები საცოდავ მგელს და ცხენები სხვადასხვა მხარეს გავაჭენეთ. მსხვერპლს ხახიდან სისხლი წასკდა, თვალები ჩაუქრა, ფეხები ჯერ დაჭიმა, მერე კი უღონოდ დაეკიდა. შინისაკენ გავეშურეთ და თან წავიყოლეთ მკვდარი ძუ მგლის სხეული..." წერს ტომფსონი. მთელი ღამე ისმოდა ლობოს საწყალობელი ყმუილი, თითქოს მეგობარს ეძახდა. სეტონი ძლიერ შესძრა ამან, მაგრამ მან მაინც განაგრძო მგელზე ნადირობა. სეტონმა ახალი მახეები დააგო და მათზე ბლანკას სისხლი მოაპკურა.
მიუხედავად ყველა საფრთხისა, ლობო გაყვა ბლანკას სისხლის სუნს სეტონის რანჩომდე, იქ სადაც მისი სხეული გაათრიეს. სეტონმა სხვა მახეებიც დააგო ირგვლივ, ისე რომ ლობოს გაქცევის არანაირი შანსი არ დასრჩენოდა. 31 იანვარს, 1894 წელს ლობო დაიჭირეს, ის ოთხივე ფეხით გაება მახეებში. სეტონის თქმით, დამარცხებული ლობო გულისშემძვრელად ყმუოდა. ლობოს სიმამაცემ და მეგობრისადმი უსაზღვრო სიყვარულმა არ მისცა მონადირეს უფლება მგელი მოეკლა, სეტონმა ვერ მოკლა ლობო. ლობო გაკოჭეს(ბოლო მომენტში მას არანაირი წინააღმდეგობა აღარ გაუწევია) და რანჩოსკენ წაიყვანეს სადაც ის ძლიერად დააბეს ჟაჭვებით. ფიზიკური სისუსტის გამო, ლობო გვიან ღამით მოკვდა.
სეტონ-ტომფსონი წერს: ამბობენ, ლომი თუ ძალა დაკარგა, არწივი, თუ თავისუფლება წაართვეს და მტრედი, თუ მეგობართან გაყარეს, იღუპებიანო. მაშ, აბა ამ მრისხანე მხეცის გული როგორღა აიტანდა ამ სამმაგ დანაკლისს! მან დაკარგა ძალაც, თავისუფლებაც და მეგობარიც. დილით ის ისევ მშვიდად იწვა, თითქოს ისვენებსო, მაგრამ უკვე მკვდარი იყო...
იმედი მაქვს თუ ოდნავ მაინც დაგაინტერესათ ამ ისტორიამ, აუცილებლად წაიკითხავთ ერნესტ სეტონ ტომფსონის ამ ნოველას

No comments:
Post a Comment