ფენრირი(ან ფენრისი) გიგანტური, საზარელი ურჩხულია მგლის ფორმით. ის ლოკეს და გიანტეს ანგრბოდას უფროსი შვილია ღმერთებმა იწინასწარმეტყველეს რომ ოდესღაც ფენრირი და მისი მშობლები სამყაროს გაანადგურებდნენ. მათ დაიჭირეს მგელი და გალიაში ჩაამწყვდიეს. მარტო ომისღმერთი, ტირი, უვლიდა და აჭმევდა მგელს. როცა ის ჯერ კიდევ ლეკვი იყო არ წარმოადგენდა საფრთხეს, მაგრამ ღმერთებმა ნახეს რომ იგი თანდათან იზრდებოდა და მისი გაუვნებელყოფა გადაწყვიტეს. არც ერთ ღმერთს არ ჰქონდა იმხელა ძალა რომ გიგანტურ მგელს მორეოდა, ამიტომ მათ მისი მოტყუება სცადეს. მათ თქვეს რომ ფენრირი სუსტი იყო და ვერასოდეს შეძლებდა ჟაჭვებიდან თავის დახსნას. ფენრირი დათანხმდა და მისცა მათ უფლება რომ ჯაჭვებით დაებათ. სამწუხაროდ ის ისეთი ძლევამოსილი აღმოჩნდა რომ ყველაზე ძლიერი ჯაჭვებიდანაც გაინთავისუფლა თავი. ამის შემდეგ, ღმერთებმა გადაწყვიტეს ჯადოსნური ჯაჭვი გამოეყენებინათ. მათ უბრძანეს გნომებს რომ გაეკეთებინათ რაიმე ძალიან ძლიერი ფენრირის დასაბმელად. ეს იყო წვრილი და სუსტი ლენტა, გლეიპნირი. მიუხედავად მისი სუსტი შესახედაობისა, ეს ლენტა უდიდეს ძალას ფლობდა და მისი გაწყვეტა შეუძლებელი იყო. ლენტა ექვსი ელემენტისგან შედგებოდა, ესენი იყო: კატის ნაბიჯები, მთების ფესვები, ქალის წვერი:), თევზის სუნთქვა, დათვის პყესები და ჩიტის ნერწყვი. ღმერთებბა კვლავ სცადეს ფენრირის მოტყუება. როდესაც მან ნახა თურა წვრილი იყო ჯაჭვი რომლითაც აბამდნენ, პირობა დადო რომ არ იკადრებდა მის გაწყვეტას. მშვიდობის ნიშნად მან სტხოვა ღმერთებს, რომ რომელიმე მათგანს მის ყბებს შორის ხელი ჩაეყო. ღმერთებიდან ვერცერთმა ვერ გაბედა ეს, მათ უარი უთხრეს ფენრირს. საბოლოოდ მარტო ტირი დასთანხმდა. ღმერთებმა დააბეს ფენრირი გლეიპნირით, ფენრირმა ისევ სცადა თავის დახსნა, მაგრამ ამჯერად ვერაფრით შეძლო ეს და სამაგიეროს გადასახდელად მან ტირს ხელი მოაჭამა. ღმერთებმა წაიყვანეს ფენრირი და ყველაზე მაღალ მთაზე მიაჯაჭვეს (სახელად გიოლზე) და ყბებს შორის ხმალი ჩაუდეს, რომ აღარავისთვის ეკბინა. რაგნაროკის დღეს, ფენრირი აიწყვეტს ჯაჭვებს და სხვა გიგანტებს შეუერთდება ღმერთებთან საბრძოლველად. ის იპოვის ოდინს და მოკლავს მას. ვიდარი, ოდინის ვაჟი, მამის სიკვდილისათვის სამაგიეროს გადაიხდის მგლის მოკვლით.
No comments:
Post a Comment